დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040300000.22.027.016250 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №32
2012 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებარვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №28 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 28/02/2012, 040030000.22.027.016245) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. „სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელობა
1. „სმართ ლოჯიქს“ ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს „სმართ ლოჯიქის“ ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 2 მარტიდან
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები