„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016451
  • Word
164
05/03/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
140080000.08.002.016451
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №164

2012 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და ცვლილება და მე-13 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამოქალაქო.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურში საკონტრაქტო, აგრეთვე საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი