დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/8 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016121 |
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №4/8
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ფოთი
,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში (სსმ. 03/06/2011 წელი, 010260020.35.111. 016092), კერძოდ:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თვითმმართველი
ქალაქის-ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ”;
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულება, თანახმად დანართი 1-ისა.“;
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება“;
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანოები (ტექსტში შემდგომ –„ტერიტორიული ორგანო“) უზრუნველყოფენ თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოსა და მერიის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2.ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენებისა და შენახვის წესს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულო.“;
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანო;
ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო;
გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო;
დ)თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო.“;
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.ტერიტორიული ორგანო შედგება ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის -თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა (ტექსტში შემდგომ – „რწმუნებული“) და ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებისაგან.“;
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები რწმუნებულს უმზადებენ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;“;
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები