თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4/6
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 28/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.111.016119
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4/6
28/02/2012
ვებგვერდი, 09/03/2012
370020000.35.111.016119
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2012 - 27/02/2013)

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №4/6

2012 წლის 28 თებერვალი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის 603 ბრძანებულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი- 1-ისა.

მუხლი 2 . დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორასოცი) ოდენობით თანახმად დანართი 2-ისა.

მუხლი 3. დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად დანართი 3-ისა.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის 3/17 დადგენილება (სსმ 24/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.111.016059) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ .

მუხლი    5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.

მუხლი 6 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე

დანართი 1

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიის ზონირება

ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა

  ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის) სამხრეთ-აღმოსავლეთით ს.ს “გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, დასავლეთიდან – მდინარე რიონის ქალაქის არხით.

ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩაჩუას (ყოფილი ფურცელაძის ) მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით – შავი ზღვით.

ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთითმდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩაჩუას (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე.

ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და სს ,,გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ -აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე.

შუალედური ზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით.

პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა

ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე

პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით , სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით.

 დანართი 2

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი (I T L), მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი (K).

ზონის დასახელება

I T L
მიწის ლოკალურ
-ტერიტორიული ინდექსი

K
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი

ცენტრალური ზონა

პირველი ზონა

1.5

220

მეორე ზონა

1.4

220

მესამე ზონა

1.3

220

მეოთხე ზონა

1.2

220

შუალედური ზონა

შუალედური ზონა

1

220

პერიფერიული ზონა

პირველი პერიფერიული

0.9

220

მეორე პერიფერიული

0.8

220

 

დანართი 3

თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ–ზე

ზონის დასახელება

ImG

I T L

C

K

C N

ცენტრალური ზონა

პირველი ქვეზონა

0.7

1.5

0.24

220

55,44

მეორე ქვეზონა

0.7

1.4

0.24

220

51,75

მესამე ქვეზონა

0.7

1.3

0.24

220

48,05

მეოთხე ქვეზონა

0.7

1.2

0.24

220

44,36

შუალედური ზონა

შუალედური ზონა

0.7

1

0.24

220

36,96

პერიფერიული ზონა

პირველი ქვეზონა

0.7

0.9

0.24

220

33.27

მეორე ქვეზონა

0.7

0.8

0.24

220

29.57

CN=ImGXITLXCXK

CN–არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1კვ.მ–ზე (ლარი)

ImG–ქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი

I T L–ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი

C–არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზისო განაკვეთი 1 კვ.მ-ზე

K–არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი