ასპინძის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ასპინძის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.140.016039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10
02/03/2012
ვებგვერდი, 07/03/2012
010320010.35.140.016039
ასპინძის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2012 - 30/10/2012)

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2012 წლის 02 მარტი

აბა ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს 726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 იანვრის №70 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განისაზღვროს ასპინძის მუნიპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 03 თებერვლის 4 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ”.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე

დანართი

ასპინძის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარობით)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2.

გამგებელი

2360

3.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4.

გამგებლის მოადგილე

900

5.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

650

7.

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

8.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა 1000-ს აღემატება კერძოდ: დ. ასპინის, სოფ. იდუმალის და სოფ. დამალის თემი)

700

 

 

9.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია)

600

 

 

10.

მთავარი სპეციალისტი

400

11.

წამყვანი სპეციალისტი

375

12.

უფროსი სპეციალისტი

330

13.

სპეციალისტი (მეხანძრე, მძღოლი)

250

14.

გამგეობის მძღოლი

400