დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 05 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.133.016056 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №07
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. ბათუმი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 05 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 05 აპრილის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 12/04/2011წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.133.016035) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 პუნქტის ,,ბ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარი ჰექტარზე.”.
,,დ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 87 ლარი ჰექტარზე;
ე) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით – 87 ლარი ჰექტარზე.”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები