დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.163.016071 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2012 - 24/07/2012)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №12
20 12 წ ლის 28 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად , თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:
1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად .
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს .
3. დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ’’ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის №9 და ,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ’’ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №27დადგენილებ ები.
4 . დადგენილება ძალაშია 2012 წლის 1 თებერვლიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
დანართი № 1
|
№ |
საჯარო თანამდებობათა რანგირება |
საჯარო თანამდებობათა დასახელება |
თანამდებობრივი სარგო
|
| 1 | მთავარი საჯარო თანამდებობა | გამგებელი
| 2360 ლარი |
| 2 | წამყვანი საჯარო თანამდებობა | გამგებლის მოადგილე
| 900 ლარი |
| 3 | უფროსი საჯარო თანამდებობა | სამსახურის უფროსი
| 700 ლარი |
| 4 | უფროსი საჯარო თანამდებობა | განყოფილების უფროსი
| 500 ლარი |
| 5 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | მთავარი სპეციალისტი
| 420 ლარი |
| 6 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | წამყვანი სპეციალისტი
| 400 ლარი |
| 7 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | სპეციალისტი
| 380 ლარი |
| 8 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი | 700 ლარი |
| 9 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმის მწარმოებელი | 290 ლარი |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე | 250 ლარი |
| 11 | დამხმარე მოსამსახურე | დამლაგებელი
| 200 ლარი |
დანართი №2
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოები
|
№ |
თანამდებობრივი რანგირება |
თანამდებობათა დასახელება
|
თანამდებობრივი სარგო |
| 1 | უფროსი საჯარო თანამდებობა | სამსახურის უფროსი | 700 ლარი
|
| 2 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | მთავარი სპეციალისტი – მოადგილე
| 420 ლარი |
| 3 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | წამყვანი სპეციალისტი
| 400 ლარი |
| 4 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | სპეციალისტი – ცვლის უფროსი
| 380 ლარი |
| 5 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | სპეციალისტი - უფროსი მეხანძრე
| 380 ლარი |
| 6 | უმცროსი საჯარო თანამდებობა
| სპეციალისტი – მეხანძრე
| 380 ლარი |
| 7 | უმცროსი საჯარო თანამდებობა
| სპეციალისტი – მძღოლი
| 380 ლარი |
| 8 | უმცროსი საჯარო თანამდებობა
| სპეციალისტი – დისპეტჩერი (მეელსმენე)
| 380 ლარი |
| 9 | დამხმარე მოსამსახურე
| დამლაგებელი
| 150 ლარი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები