დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016100 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №32
2012 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ ვებპორტალი, 110531017, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 34-ე მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. ბრალდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.“.
გ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი
„62. ბრალდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი 2 და დებულების დანართი 22.“.
დ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები: ვაშლი; მსხალი; ლიმონი; ატამი (ერთდროულად, ერთობლიობაში არა უმეტეს 3 კილოგრამისა); თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არა უმეტეს 3 კილოგრამისა).
2. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი (ჯინსის, “ბრიჯის” და “შორტის” გარდა) არა უმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, ჯინსის და ტყავის გარდა) არა უმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. ბრალდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეულიღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არა უმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერები ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
12. რვეული – ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა.
14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, ბრალდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს რომელიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის უსაფრთხოებას).
15. ფოტო სურათი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა.
16. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
17. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).“.
ე) პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართები №21 და №22:
„დებულების დანართი №21
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომელებიც ბრალდებულს უფლება აქვს მაღაზიაში/აფთიაქში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).
3. თამბაქო და ასანთი.
4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და ბრალდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
5. საცვლები (თბილი და უბრალო).
6. წინდები, კოლგოტკები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი).
8. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).
9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ბრიტვა).
10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.
12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, უბრალო ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
13. ლიტერატურა.
14. ჟურნალ-გაზეთები.
15. სპორტული ტანსაცმელი.
16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
19. ტელევიზორები, რადიომიმღებები.
20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
დებულების დანართი №22
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულმა შეიძლება მიიღოს ფოსტის მეშვეობით, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არა უმეტეს 3 კილოგრამისა.
2. მინერალური წყალი – ქარხნული წესით დალუქული, ერთდროულად არა უმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი (ჯინსის, „ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არა უმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, ჯინსის და ტყავის გარდა) არა უმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. ბრალდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არა უმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
12. რვეული – ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა.
14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, ბრალდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის უსაფრთხოებას).
15. ფოტოსურათი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა.
ვ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.“ ;
ზ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი 2 და დებულების დანართი 22.“;
თ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები: ვაშლი, მსხალი, ლიმონი, ატამი (ერთდროულად, ერთობლიობაში არა უმეტეს 3 კილოგრამისა); თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული, შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არა უმეტეს 3 კილოგრამისა).
2. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი (ჯინსის, „ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არა უმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, ჯინსის და ტყავის გარდა) არა უმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არა უმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
12. რვეული – ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა.
14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას).
15. ფოტოსურათი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა.
16. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
17. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
ი) მე-2 მუხლით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინარსის დანართები №21 და №22:
„დებულების დანართი №21
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში/აფთიაქში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).
3. თამბაქო და ასანთი.
4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
5. საცვლები (თბილი და უბრალო).
6. წინდები, კოლგოტკები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი).
8. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).
9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ბრიტვა).
10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.
12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, უბრალო ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
13. ლიტერატურა.
14. ჟურნალ-გაზეთები.
15. სპორტული ტანსაცმელი.
16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
19. ტელევიზორები, რადიომიმღებები.
20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
დებულების დანართი №22
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულმა შეიძლება მიიღოს ფოსტის მეშვეობით, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არა უმეტეს 3 კილოგრამისა.
2. მინერალური წყალი – ქარხნული წესით დალუქული ერთდროულად არა უმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი (ჯინსის, „ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არა უმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, ჯინსის და ტყავის გარდა, არა უმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არა უმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი (ტრუსი) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არა უმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის, მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება).
11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
12. რვეული – ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა.
14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას).
15. ფოტოსურათი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები