დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
”სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/649 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.016157 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1–1/649
2012 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 150211 15/02/2011) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში” შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება ან მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო საფასურის გადახდა, ხოლო პირობებიანი აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელი/მართვის უფლებით გამცემი პირის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო პირობების შესრულება.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დოკუმენტის კომენტარები