საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016746
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
73
29/02/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
040030000.10.003.016746
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2012 - 24/12/2013)

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 73

2012 წლის 2 9 თებერვალი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი – თბილისის ვანო სარაჯი­­ვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2012 წლის 20 მარტამდე რეორ­განიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არა­კომერციულ) იურიდი­ულ პი­რად – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვა­ტორიად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჩაით­ვალოს საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლედ.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილი­სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექ­ტო­რის მოვალეობის შესრულება დაევალოს რევაზ კიკნაძეს, რომლის უფ­ლე­ბამოსილების ვადა განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით რექტორის არჩევამდე.

 4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გა­­ნა­ხორციელოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილი­სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რე­გის­­ტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებ­ლო­ბით გათ­ვალისწინებული ღონისძიებები;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – თბილი­სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროგ­რა­მუ­ლი დაფინანსება.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – თბი­ლი­სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამ­­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვა­ტო­რიი­სათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      . გილაური