დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.104.016088 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/03/2012 - 23/03/2012)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად /დანართი 1 ფურცელზე/.
2. დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 დეკემბრის №53 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| 6 | საკრებულოს კომისის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | საკრებულოს უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – განყოფილების უფროსი | 500 |
| 8 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 9 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი,მ/შ: ა) მთავარი სპეციალისტი ბ) წამყვანი სპეციალისტი გ) უფროსი სპეციალისტი დ) სპეციალისტი |
420 380 340 290 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები