„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016086
  • Word
9
24/02/2012
ვებგვერდი, 06/03/2012
010260020.35.104.016086
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 9

2012 წლის 24 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №5663-რს ორგანული კანონის პირველი მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი1. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში (სსმ V, N56, 29/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.104.016.022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ.“.

 ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება დანართის შესაბამისად (თან ერთვის).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება“.

 ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“.

 გ) მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;”.

დ) მე-12 მუხლის:

 დ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულს“ შეიცვალოს სიტყვებით

 ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს,“.

 დ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტებში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებული“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“.

 დ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სპეციალისტი;“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         კ. ციმინტია