დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016085 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №5663-რს ორგანული კანონის პირველი მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებით (სსმ V, №38,15/10/2010, 010260020.35.104.016004) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.“.
2.მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“.
4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი“ შეიცვალოს სიტყვებით: „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“.
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;“.
6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“, „ლ“, „ლ.ა“ და „ლ.გ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „ ტერიტორიული ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით „ .თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების“.
7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.”.
8. მე-11 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:“.
ე) მე-3 პუნქტის „ა“ და „ტ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „გამგეობის ტერიტორიული ორგანოს“ შეიცვალოს სიტყვებით „ .თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს“, ხოლო „ა.ა“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებში სიტყვები „ტერიტორიული ორგანოს“ შეიცვალოს სიტყვებით „ .თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს“;
ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:“;
ზ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო“;
თ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე“;
ი) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი“;
კ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე“.
8. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“.
9.მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული სამსახურის: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“.
10.მე-14 მუხლში:
ა) სათაურში და პირველ პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის ტერიტორიული ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.“.
11.მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“.
12. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები