დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.057.016081 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №12
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე1) ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1. ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის ურთიერთობის ხელშეწყობა;
ბ)ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთობის ხელშეწყობა;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებული ორგანიზაციებისათვის შესაბამისი ინიციატივით წარსადგენი სამართლებრივი აქტებისა და სხვა სახის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის ურთიერთობის ხელშეწყობა, კონკრეტული საკითხების შესწავლა, გამოკვლევა;
ვ) ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ განსახილველ საკითხთა პროცესის კოორდინაცია, მიღებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატისათვის წარდგენა;
ზ) ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებული ორგანიზაციებისათვის წარსადგენი საკითხების განხილვაში მონაწილეობა, საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და შესაბამის უწყებებში სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარდგენა;
თ) უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საკონსულოებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის ურთიერთობების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი) მოქალაქეთა საჩივრების, განცხადებების, წერილების განხილვა, შესწავლა, სათანადო ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები