,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016078
  • Word
9
28/02/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
040030000.32.057.016078
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2012 წლის 28 თებერვალი

 ქ. ბათუმი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და 28-ე მუხლების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 25.11.2010 წ., №154, მუხ. 2191) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ1“ ქვეპუნქტი:

,,რ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;“;

გ) დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ“ და ,,შ“ ქვეპუნქტები:

,,ყ) ხელმძღვანელობა და კოორდინაცია გაუწიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობა.“;

დ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) სამუზეუმო განყოფილება

გ.ა) გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

გ.ბ) ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი.“;

ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი;

ვ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამუზეუმო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს, მათი განხორციელებისათვის უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

გ) ახორციელებს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების აღრიცხვიანობისა და პასპორტიზაციის ხელშეწყობას, მათ შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შეგროვებას და პოპულარიზაციას;

დ) მონაწილეობს მუზეუმების ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და ამზადებს შესაბამის პროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ე) შეისწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლებს, განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს, აწარმოებს გამოვლენილი მასალის დამუშავებას;

ვ) თანამშრომლობს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ სპეციალისტებთან, შეიმუშავებს კულტურულ პროგრამებს თავისი საქმიანობის სფეროში, განავითარებს კავშირებს უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

ზ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების მიზნით თანამშრომლობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე