დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის N97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016077 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №8
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ბათუმი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის №97 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №180 (22.442), 23.09.05, გვ. 5) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები
დაწესებულების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების ღინისძიებების შემუშავება, მოსახლეობის დასვენებისა და გაჯანსაღების მიზნით შესაბამისი პირობების შექმნა და სრულყოფა;
ბ) დამსვენებელთათვის ახალი და საინტერესო ტურების დაგეგმვა, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) კურორტის ტერიტორიის დასუფთავების ღონისძიებათა წარმართვა, წყლის მიწოდების სისტემისა და გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) კურორტის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების შექმნა, ორგანიზება და მათი ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ე) კურორტის პერსპექტიული განვითარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი რეალიზების მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ამოცანების განხორციელება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები