„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 21/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 380.000.000.05.001.001.046
  • Word
1319
01/03/2002
სსმ, 5, 21/03/2002
380.000.000.05.001.001.046
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, ივნისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის პრეამბულის:

ა) პირველი, მე-2–5 აბზაცები ჩაითვალოს პირველ, მე-2–5 პუნქტებად;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წიაღი არის დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც გაშიშვლებულია მიწის ზედაპირზე ან მდებარეობს ნიადაგის ფენებსა და წყალსატევში, აგრეთვე ნიადაგის ფენისა და წყალსატევის ფსკერის ქვეშ და ხელმისაწვდომია შესწავლისა და ათვისებისათვის.“;

გ) მე-3 პუნქტს სიტყვის „ბუნებრივი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ტექნოგენური“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია, წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს.“;

ე) მე-5 პუნქტს სიტყვის „ბუნებრივად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ტექნოგენურად“;

ვ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–10 პუნქტები:

„6. ბუნებრივი საბადო არის წიაღის უბანი მასში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეულით, რომლის დამუშავებაც ხელსაყრელია მისი მარაგების, სამთო-ტექნიკური პირობების, ოდენობის, ხარისხისა და სხვა პარამეტრების გამო.

7. ტექნოგენური საბადო არის სანაყაროთი, ტერიკონით, სალექარით, კუდსაცავით, სპეციალური საწყობებით, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევებით ან სხვა აკუმულაციური ფორმებით შექმნილი წიაღის უბანი, სადაც დაგროვილია სამთომომპოვებელი ან/და მეტალურგიული საწარმოების შედეგად წარმოქმნილი ტექნოლოგიური ან სხვა სახის, მათ შორის, ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსაცავებში დალექილი ნარჩენები, აგრეთვე წყალსაცავებში აკუმულირებული ჩამონატანი, სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას დანაკარგის სახით დარჩენილი მინერალური რესურსები, რომელთა ოდენობა, შემადგენლობა, თვისებები და სხვა პარამეტრები ხელსაყრელია მათი უშუალოდ მოპოვების ან/და გადამუშავების შემდეგ გამოყენებისათვის.

8. წიაღის უბანი არის წიაღის გეომეტრიზებული, სივრცობრივად როგორც მის სიღრმეში, ასევე ზედაპირზე, მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსაზღვრული ბლოკი, რომელიც მასში არსებული ბუნებრივი და ტექნოგენური წარმონაქმნებით სამთო ურთიერთობებში წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების ობიექტს.

9. საბადოს დამუშავება არის სამთომოპოვებით და მასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ერთობლიობა, რომლითაც ხორციელდება სასარგებლო წიაღისეულის წიაღიდან ამოღების ტექნოლოგიური ციკლი.

10. წიაღის მოპოვება არის უშუალოდ ლიცენზიის მფლობელის ან დაქირავებული სუბიექტის მიერ ლიცენზიის მფლობელის სახსრებით განხორციელებული საბადოს დამუშავების შედეგად წიაღისეულის გარკვეული ოდენობის მოხმარება, მისი პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის მიზნით, საბადოს დამუშავების ხარჯების გაღებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წიაღით სარგებლობის გადასახადის გადახდით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;

1) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები „მოპოვების“ და „მოპოვებასთან“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საბადოს დამუშავების“ და „საბადოს დამუშავებასთან“, ხოლო მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით.“;

ბ) მე-6 პუნქტის მეორე აბზაცი ჩაითვალოს მეორე წინადადებად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედა­პირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედა­პირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების პროექტის შედგენას ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ დადგენილ საზღვრებში, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში (შემდგომში–ინსპექცია) ტექნიკურ­ ექსპერტიზაზე და სამინისტროში ლიცენზიის მისაღებად წარდგენას უზრუნველყოფს ლიცენზიის მაძიებელი.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო საკუთრების მიწებზე განთავსებულ“, ხოლო ბოლოში – სიტყვები „და შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2. მიწის მინაკუთვნის ზომებსა და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ან/და ტყით დაფარული ფართობების შემთხვევაში – მიწის ან/და ტყის მართვის ადგი­ლობრივ ან ცენტრალურ ორგანოსთან შეთანხმებით.“;

გ) მე-3 პუნქტს სიტყვების „სასარგებლო წიაღისეულის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „არსებობის ან“;

დ) მე-4 პუნქტს სიტყვების „ლიცენზიასთან ერთად“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „ლიცენზიაში მიწათსარგებლობისა და ტყითსარგებლობის პირობების შეტანით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ლიცენზია გაიცემა წიაღის შესწავლის ან შესწავლა-მოპოვების, წიაღისეულის მხოლოდ მოპოვების ან გადამუშავების მიზნით, როდესაც მიწის მინაკუთვნი წინასწარ ან საერთოდ არ წესდება და ლიცენზიასთან ერთად არ გაიცემა. სალიცენზიო ტერიტორიის გეოლოგიური მინაკუთვნის ცალკეულ უბნებზე მიწათსარგებლობის კონკრეტული აუცილებლობის წარმოქმნისას მიწის მინაკუთვნი წესდება ამ კანონით დადგენილი წესით. მიწის მინაკუთვნზე უფლების მოპოვება ხორციელდება სამთო მინაკუთვნზე უფლების მოპოვებასთან ერთად, რასაც უზრუნველყოფს წიაღით მოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ე) ტექსტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან სხვა მიზეზით წიაღით სარგებლობის შეწყვეტისას, თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მიწის მინაკუთვნის გაუქმებისა და მიწის მესაკუთრისათვის რეკულტივირებული სახით დაბრუნების შესახებ. სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია არის ამ ლიცენზიით განსაზღვრული სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნების ფარგლებში წიაღით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი. ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს ამ ლიცენზიით გაცემულ სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე წიაღით მოსარგებლის უფლებების გაუქმებას.“;

ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ლიცენზიის გადაფორმება უფლებამონაცვლე პირზე ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის არსებობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ლიცენზიის ახალ მფლობელს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ენიჭება სრული უფლებები და ეკისრება ვალდებულებები წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც განისაზღვრა ამ ლიცენზიით.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) პირველი აბზაცი ჩაითვალოს „ა“ ქვეპუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები:

„ბ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დასამუშავებლად;

გ) სასარგებლო წიაღისეულის ბუნებრივი ან/და ტექნოგენური საბადოს დასამუშავებლად, ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოების წინასწარი ან ერთდროული შესწავლით;“;

გ.ბ) მე-2–4 აბზაცები ჩაითვალოს „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებად;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების ლიცენზია გამოყოფილი სამთო მინა­კუთვნის ფარგლებში იძლევა განსაზღვრული საბადოს დამუშავებისა და წიაღის დამატებითი შესწავლის უფლებას.“;

ე) მე-6 პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით: „სამთო­მომპოვებელ და მასთან დაკავშირებულ სხვა გადამამუშავებელ საწარმოთა ნარჩენებით სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს წიაღით სარგებლობის ცალკე ლიცენზიით.“;

ვ) მე-8 პუნქტს სიტყვის „შესწავლა,“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „დამუშავება,“;

ზ) მე-9 პუნქტში სიტყვები „მე-10 პუნქტში“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-3, მე-6 და მე-10 პუნქტებში“;

თ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წიაღის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მიღებისას მცირე მასშტაბის (ფართობი ტოპოგრაფიულ რუკაზე 10 ჰა-მდე, წიაღისეულის მოცულობით 1 მლნ მ3-მდე ან  500 000 ტ-მდე, მიწისქვეშა წყლები დღე-ღამეში 20 მ3-მდე, აირები დღე-ღამეში 2 ტ-მდე) და მარტივ სამთო-ტექნიკურ პირობებში წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს ლიცენზიის შესაბამისად განახორციელოს წიაღისეულის მოპოვება წიაღის წინასწარი შესწავლისა და ინფორმაციის სახელმწიფო ექსპერტიზაზე გატარების გარეშე, მოპოვებითი სამუშაოების განვითარების გეგმის შესაბამისად წიაღის შესწავლის, სამარკშეიდერო-გეოლოგიური დოკუმენტაციისა და სათანადო ინფორმაციის სამინისტროში ყოველწლიურად წარდგენის პირობით. სხვა შემთხვევებში წიაღის წინასწარი გეოლოგიური შესწავლისა და შესაბამისი ინფორმაციის სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება ლიცენზიით.“;

ი) მე-12 პუნქტში სიტყვის „სამუშაოები“ შემდეგ ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შესწავლის სხვადასხვა მიმართულების ლიცენზიებით გეოლოგიური მინაკუთვნის მფლობელთან შეთანხმებით. გეოლოგიურ მინაკუთვნში არ ჩაირთვება მის გაცემამდე დაძიებული საბადოები და მათი დამუშავებისათვის ცალკე ლიცენზიით გაიცემა სამთო მინაკუთვნები შესაბამისი უფლებებით.“;

კ) ტექსტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 და მე-17 პუნქტები:

„16. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია იძლევა საბადოს დამუშავების შედეგად წიაღიდან ამოღებული განსაზღვრული ოდენობის წიაღისეულის პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის უფლებას. ასეთი ლიცენზიებით სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნები არ განისაზღვრება და ლიცენზიასთან ერთად არ გაიცემა.

17. აკრძალულია მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება ან მათ მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ზღვის სანაპირო დაცვის ზოლის საზღვრებში და იმ შემთხვევაში, როდესაც ინერტული მასალის მოპოვება დაარღვევს მდინარის კალაპოტისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების (კაშხალი, ხიდი, საყრდენი კედელი და ა.შ.) მდგრადობას, აგრეთვე კაშხლებიდან იმ მონაკვეთამდე, სადაც მდინარეს არ გააჩნია სათანადო რაოდენობის მყარი ნატანით მკვებავი დამატებითი შენაკადი. აკრძალულია აგრეთვე წიაღით სარგებლობა ამ მონაკვეთების მიმდებარე ჭალისზედა ტერასებზე მდინარის კალაპოტიდან 50 მეტრის ფარგლებში. მდინარის სხვა მონაკვეთებზე და მდინარეზე მოწყობილი წყალსაცავებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება არ იკრძალება.“.

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წიაღით სარგებლობა ვადიანი და უვადოა. ცალკეულ შემთხვევებში წიაღით სარგებლობა შეიძლება იყოს უვადო მავნე ნივთიერებებისა და მავნე ნარჩენების სამარხთა მოსაწყობად.“.

7. მე-16 მუხლის:

ა) მე-13 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ასეთ შემთხვევებში წიაღით მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები.“;

ბ) ტექსტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს მისი მფლობელის უფლებათა გაუქ­მებას სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს უფლება აქვს სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე განთავსებული ის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები, რომელთა მოშლა საფრთხეს არ უქმნის წიაღის დაცვას, დადგენილ ვადებში გაასხვისოს წიაღით ახალ მოსარგებლეზე ან განახორციელოს დემონტაჟი; თუ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების დემონტაჟი საფრთხეს უქმნის წიაღის დაცვას, განახორციელოს მათი ფინანსური და ფიზიკური ლიკვიდაცია არსებული წესებისა და ნორმების შესაბამისად სამინისტროსათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენით. ნებისმიერი სხვა ქმედება ჩაითვლება წიაღზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების ხელყოფად და გამოიწვევს წიაღით ყოფილი მოსარ­გებ­ლის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა არ დგება, თუ წიაღით ყოფილი მოსარ­გებლე ფინანსურად ლიკვიდირებულ ნაგებობას ფიზიკური ლიკვიდაციის გარეშე სახელმწიფოს თანხმობით უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ამ წესით სახელმ­წიფო საკუთრებაში გადასული ობიექტებით სარგებლობის უფლება წიაღით ახალ მოსარგებლეზე გაიცემა ლიცენზიით, სამთო და მიწის მინაკუთვნების გამოყოფასთან ერთად.“.

8. მე-20 მუხლის:

ა) ლიცენზიის ფორმის პირველი გვერდის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„წიაღით სარგებლობის ობიექტს -----------------------------------------------------------------------------

                                           ÌÉßÉÓ ÌÄÓÀÊÖÈÒÉÓ ÀÍ ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÓÀÊÖÈÒÄÁÀÛÉ

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

          ÀÒÓÄÁÖËÉ ÀÍ/ÃÀ ÔÚÉÈ ÃÀ×ÀÒÖËÉ ×ÀÒÈÏÁÄÁÉÓ ÂÀÍÌÊÀÒÂÅÄËÉ ÖßÚÄÁÉÓ ÃÀÓÀáÄËÄÁÀ

 

----------- 20... წლის  “-----“----------------- №---------------- შეთანხმების საფუძ­ველზე წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს 20... წლის “-------“----------------“ №------------ გადაწყვეტილებით დაწესებული აქვს მიწის მინაკუთვნი საერთო ფართობით ------- ჰა. ამ ლიცენზიით გათვალის­წი­ნე­ბული საქმიანობისთვის განსაზღვრული მიწის მინაკუთვნი გამოსახულია ლიცენ­ზიაზე დართულ ----------------------- ნომენკლატურის ტოპორუკაზე/ ტოპორუკის ნაწილზე, შემოსაზღვრულია №---------------------------------- წერტილებზე გამავალი კონტურით და მისი ფართობი შეადგენს ----------------- ჰა-ს.“;

ბ) ლიცენზიის ფორმის მე-2 გვერდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყების ვადაა

------- წლის ----------------------- ლიცენზია გაცემულია ------------------- წლით

ლიცენზია მოქმედია ------------- წლის განმავლობაში -----------------------------

                                                             áÄËÌÏßÄÒÀ

                         Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

 

წიაღით სარგებლობის პირობები:

 

წიაღით სარგებლობის სამუშაოთა წარმოებაში …………………………………………………

 

……………………………………………………………………………………………………………………

                          licenziis mimRebi iuridiuli an/da fizikuri piris dasaxeleba

 

ის პარტნიორები არიან ………………………………………………………………………………….…

partnioris dasaxeleba

წიაღით სარგებლობისათვის ………………………………………………………………………………

                                  licenziis mimRebi iuridiuli an/da fizikuri piris dasaxeleba

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადასახადი დაწესებულია ----- %-ის განაკვეთით/ფიქსირებული ---------------------------- ლარი -------------------------- მ3(ტ)-ზე -------------

ა) წიაღით სარგებლობის პარამეტრები:

 

მინიმალური ---------------------------------------------------------------------------------

მაქსიმალური ---------------------------------------------------------------------------------

შეუზღუდავი

ბ) წარმოებული სასაქონლო პროდუქცია --------------------------------------------

გ) წარმოებული სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა:

მინიმალური --------------------------------------------------------------------------------------

მაქსიმალური --------------------------------------------------------------------------------------

შეუზღუდავი“;

 

გ) ლიცენზიის ფორმის მე-3 გვერდის:

გ.ა) პირველ აბზაცში სიტყვა „შედგენილი“ შეიცვალოს სიტყვებით „შედგენილი, სამინისტროსთან და ინსპექციასთან შეთანხმებული“;

გ.ბ) მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიში) წიაღით სარგებლობის, მათ შორის, მარაგების მოძრაობის (მოპოვება, დანაკარგები და სხვა), წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის შესახებ, მიღებული შემოსავლების, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში წიაღით სარგებლობისა და სხვა გადასახადების გადახდის თაობაზე წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (ანგარიშის) და წიაღით სარგებლობის, მათ შორის, სამთო სამუშაოთა, განვითარების გეგმების შედგენის, ლიცენზიაში ლიცენზიის მოქმედების, წარდგენისა და განხილვის წესების აღნიშვნის შესახებ დებულების შესაბამისად.“;

გ.გ) მეთერთმეტე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წიაღით სარგებლობისას დარღ­ვეული მიწის ფართობს ჩაუტარდეს ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაცია, მოიყვანოს უსაფრთხოებისა და მიწათსარგებლობის პირობებით გათვალისწინებულ მდგომა­რეობაში.“;

გ.დ) მეთორმეტე აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეცამეტე აბზაცი:

„წიაღით სარგებლობისას მომხდარი კატასტროფის, ავარიისა და უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.“.

9. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „სამინისტრო,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „როგორც წიაღით სარგებლობის (სამთო ურთიერთობათა) მარეგულირებელი და მაკოორდინირებელი დარგობრივი ორგანო,“.

10. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის აბზაცები ჩაითვალოს მე-3 და მე-4 პუნქტებად და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დებულებას წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (ანგარიშის) და წიაღით სარგებლობის, მათ შორის, სამთო სამუშაოთა, განვითარების გეგმების შედგენის, ლიცენზიაში ლიცენზიის მოქმედების, წარდგენისა და განხილვის წესის აღნიშვნის შესახებ ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო დებულებას წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესახებ – დეპარტამენტი.“.

11. 28-ე მუხლის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერის შესახებ დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი სამინისტროსთან და ინსპექციასთან შეთანხმებით.“.

12. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. დაბეგვრის ობიექტი

წიაღით სარგებლობისათვის იბეგრება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, სამთამადნო საწარმოთა ნარჩენებისა და გამდიდრების კუდების ექსპლუატაცია.“.

13. 42-ე მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: წიაღით სარგებლობის პროექტებს, სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმებსა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიურ სქემებს ამტკიცებს წიაღით მოსარგებლე სამინისტროსთან არსებული სათანადო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. დებულებას მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის და საქმიანობის წესის შესახებ, აგრეთვე დებულებას წიაღით სარგებლობის პროექტების, სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემების შედგენისა და განსახილველად წარდგენის წესის შესახებ ამტკიცებს სამინისტრო ინსპექციასთან შეთანხმებით.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მერვე თავი:

„თავი მერვე

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 54. გარდამავალი დებულებანი

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლიცენზირების შემოღებამდე წიაღით სარგებ­ლო­ბის მიზნით გაცემუ­ლი ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მი­წის გამოყოფის, სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნებით სარგებლობის უფლებას, თუ იგი საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად არ არის დამაგრებული წიაღით სარგებლო­ბის ლიცენზიით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა მიწის მინაკუთვნის პრივატიზება და ასეთი მინაკუთვნის მფლობელს, ამ მინაკუთვნის სარეგისტრაციოდ უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია), ხოლო ამ მინაკუთვნების ფარგლებში განთავსებული მიწისქვეშა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა ნაგებობები (ჭაურის, გვირაბებისა და ჭაბურღილების პირები, საკაპტაჟე და ზედა საკაპტაჟე ნაგებობები), აგრეთვე ლიკვიდირებული და დაკონსერვებული ასეთი ნაგებობები მიიჩნევა წიაღის უბნის განუყოფელ ნაწილად და მათ განკარგავს სამინისტრო.

2. სამინისტრომ საქართველოს მიწის მართვის და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმებით დაუწესოს წიაღით სარგებლობის თითოეულ ობიექტს მიწის მინაკუთვნი.

3. სამინისტრომ უზრუნველყოს ადრე გაცემული ლიცენზიების შეცვლა ამ კანონით დადგენილი ფორმით.

4. წიაღით სარგებლობის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნა ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის აღმასრულებელ სტრუქტურებს შორის განისაზღვროს წიაღის შესახებ საქართველოს კოდექსით.

5. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.

6. 2002 წლის 1 ოქტომბრიდან გაუქმდეს წიაღით სარგებლობის ყველა ის ლიცენზია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 1 მარტი.

N1319-IIს