დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის №1-1/455 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.016156 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1–1/644
2012 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის №1-1/455 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის №1-1/455 ბრძანებაში (ვებპორტალი, 110329010, 29.03.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დანართი №1
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო,
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------, წარმოდგენილი --------------------------------------------------------------
----------------------------- სახით, მოქმედი ------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და მეორე მხრივ,
სახელმწიფო ქონების შემძენს ---------------------------------------------------------------- (შემდგომში
– მყიდველი), წარმოდგენილი ------------------ (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი --------------------------------------------------------------------
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე,
შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე
ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს,
ხოლო მყიდველი იძენს სახელმწიფო საკუთრებაში წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში – ქონება)
---------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს --------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისათვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ----------
(ხელშეკრულების გაფორმებიდან) შემდეგ ვადაში: ---- ----------------
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღისა.
2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი და ხელშეკრულების მხარეები.
---------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
2.4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და შესასრულებელი საპრივატიზებო ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, მყიდველს მოსთხოვოს დასკვნის წარმოდგენა, რომელიც მომზადებულ უნდა იქნეს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ.
--------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდასთან დაკავშირებული შესაბამისი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშ(ებ)ზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი შესაბამისი საბანკო დოკუმენტი.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, მისი შეუსრულებლობისთვის დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ....... ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
4.3. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
4.4. 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
4.5. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. ფორსმაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ------ ენაზე. ხელმოწერილია ------ ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით
-------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული მისამართი
ტელეფონი:
---------------
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
-------------
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. სხვა დებულებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
8.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/დამატება ან/და დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.3. საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.4. ამ ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.
8.5. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
8.6. სათაურები წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
8.7. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 4 (ოთხი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
8.8. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
გამყიდველი მყიდველი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები