დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №1-1/500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/643 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.016155 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1– 1/643
2012 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №1-1/500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №1-1/500 ბრძანებით (ვებ პორტალი, 110405011, 05.04.2011) დამტკიცებული ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა” (დანართი №1) და ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა” (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დანართი №1
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის
პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას
ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო,
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი)
-------------------------------------------------------------
----------------------------------------, წარმოდგენილი ---------------------------------------------
----------------------------------------- სახით, მოქმედი --------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ქონების შემძენს ------------------- (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი
-----------პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი -------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი გადასცემს საკუთრებაში, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება)
------------------------------------------------ (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს -------------------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე (მისი არსებობის შემთხვევაში) ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან (თარიღი)) ---- ------ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და ამავე ვადაში წარუდგინოს გამყიდველს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღისა.
----------------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
-----------------------------------------------------------------------------------------------
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
--------------------------------------------------------------------------------------------
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
2.4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და შესასრულებელი საპრივატიზებო ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, მყიდველს მოსთხოვოს შესაბამისი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის დასკვნის წარმოდგენა, რომელიც მომზადებულ უნდა იქნეს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ.
---------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონებაზე საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს ვალდებულებები, მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო საფასური უკვე გადახდილია).
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდასთან დაკავშირებული შესაბამისი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშ(ებ)ზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი შესაბამისი საბანკო დოკუმენტი.
3.3. ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, თუ საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდილი არ იქნება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანგარიშ(ებ)ზე, საჯარო რეესტრში იპოთეკა უქმდება გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე .
3.4. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.5. „მყიდველის“ მიერ საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „მყიდველის“ მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, „მყიდველი” ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო გამყიდველსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს „გამყიდველს”.
3.6. საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული „ქონების“ ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე „მყიდველთან” ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. „ქონების” ნაწილობრივ გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს „გამყიდველს”.
3.7. მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
-------------------------------------------------------------------------------------------
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, მისი შეუსრულებლობისთვის დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის .... ლარის ოდენობით ყოველ დარღვეულ დღეზე.
4.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
4.3. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
4.4. 4.2, პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
4.5, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. ფორსმაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია --------------- ენაზე. ხელმოწერილია ----------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით
---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული მისამართი:
ტელ:
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი:
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. სხვა დებულებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
8.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/დამატება ან/და დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.3. საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.4. ამ ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.
8.5. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
8.6. სათაურები წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
8.7. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 4 (ოთხი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და საჯარო რეესტრს.
8.8. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №2
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი)
------------------------------------------, წარმოდგენილი ---------------------------------------------------------- სახით, მოქმედი ----------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ქონების შემძენს -----------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში
მყიდველი), წარმოდგენილი -------------------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ----------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი გადასცემს საკუთრებაში, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (შემდგომში – ქონებას)
----------------------------------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს --------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე (მისი არსებობის შემთხვევაში) ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან (თარიღი) -------------- ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და ამავე ვადაში წარუდგინოს გამყიდველს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.1.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.1.4. დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, თუ ქონება ექვემდებარება რეგისტრაციას.
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
2.2. გამყიდველი ვალდებულია:
2.2.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება.
----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
2.3. გამყიდველს უფლება აქვს:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და შესასრულებელი საპრივატიზებო ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, მყიდველს მოსთხოვოს დასკვნის წარმოდგენა, რომელიც მომზადებული უნდა იქნეს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ.
---------------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერის და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურების მომენტიდან.
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდასთან დაკავშირებული შესაბამისი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშ(ებ)ზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი შესაბამისი საბანკო დოკუმენტი.
3.3. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს.
3.4. „მყიდველის“ მიერ საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „მყიდველის“ მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, “მყიდველი” ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო გამყიდველსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს „გამყიდველს”.
3.5. საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული „ქონების“ ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე „მყიდველთან” ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. „ქონების” ნაწილობრივ გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს „გამყიდველს”.
3.6. მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ:
ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, …. ლარი ყოველ დარღვეულ დღეზე.
4.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
4.3. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
4.4. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
5. ფორსმაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ---------- ენაზე. ხელმოწერილია ---------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი:
ტელ.:
---------------
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი:
-------------
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. სხვა დებულებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
8.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/დამატება ან/და დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.3. საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.4. ამ ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.
8.5. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
8.6. სათაურები წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
8.7. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 4 (ოთხი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8.8. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
გამყიდველი მყიდველი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები