დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.141.016061 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ახალქალაქი
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
ბ) დებულების მე-3 თავის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ” ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით: „თ) სოფლის მეურნეობის სამსახური”.
ბ) დებულების მე-3 თავის მე-13 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „71. სოფლის მეურნეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა”.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები