დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1318 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/03/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 21/03/2002 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.045 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლის:
1. 51-ე ნაწილს სიტყვების „სასოფლო-სამეურნეო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა ცოცხალი ცხოველებისა და ფრინველებისა)“, ხოლო სიტყვები „მიმდებარე ტერიტორიისაგან იზოლირებული“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ მიზნისათვის გამოყოფილი“.
2. 52-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგარიშებისას, ამ მუხლის მიზნებისათვის სავაჭრო ადგილად ითვლება ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი გაქირავებული (ან გაქირავებისათვის განკუთვნილი) სავაჭრო ფართობი ან/და ობიექტი, რომელიც გამოიყენება საქონლის მისაწოდებლად. ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილად (მათ შორის, ავტომანქანებიდან ვაჭრობის შემთხვევაში) ითვლება 6მ2-მდე, 6მ2-დან 10მ2-მდე, 10მ2-დან 15მ2-მდე, 15მ2-დან 20მ2-მდე, 20მ2 და მეტი ფართობი, რომელზედაც დამონტაჟებულია დახლი ან განთავსებულია სხვა სახის სავაჭრო ობიექტი (მაღაზია, საწყობი, ფარდული, ჯიხური). დახლის შემთხვევაში პირობით სავაჭრო ადგილად ითვლება 3მ2-მდე ფართობი, 2 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეალიზაციო მხარით, ხოლო ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ვაჭრობის შემთხვევაში – 2მ2-მდე ფართობი, არა უმეტეს 1 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეალიზაციო მხარით. სავაჭრო ადგილი, რომელიც ამ ნაწილის მიხედვით არ ითვლება სტაციონარულ სავაჭრო ადგილად ან დახლად, ჩაითვლება არასტაციონარულად. არასტაციონარულ პირობით სავაჭრო ადგილად ითვლება 30 მ2 ფართობი.“.
3. 53-ე ნაწილის ცხრილში სიტყვები „საქმიანობის სახე“ შეიცვალოს სიტყვებით „დასახელება“, სიტყვა „სხვა“ შეიცვალოს სიტყვებით „არასტაციონარული სავაჭრო ადგილი“, ხოლო სიტყვები „20მ2-მდე“ – სიტყვებით „20მ2-ის ჩათვლით“.
4. 53-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 ნაწილი:
„531. ბაზრები (გარდა ქ. თბილისში განლაგებულისა), რომელთა სავაჭრო ადგილების საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა, იბეგრება 53-ე ნაწილის ცხრილის მე-4 სვეტში მოცემული განაკვეთებით. თუ ბაზრის ორგანიზატორი რამდენიმე პირია ან ბაზრები ერთმანეთს ესაზღვრება, მაშინ ამ მუხლის მიზნებისათვის სავაჭრო ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ამ ბაზრების სავაჭრო ადგილების საერთო რაოდენობით.“.
5. 55-ე ნაწილს სიტყვის „სანტექნიკური“ წინ დაემატოს სიტყვები „მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, სამშენებლო,“, ხოლო სიტყვები „(მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა 6მ2 ფართობზე მეტ ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილზე ქ. თბილისში განლაგებულ ბაზრებში)“ ამოღებულ იქნეს.
6. 56-ე ნაწილს სიტყვის „ბაზარი“ წინ დაემატოს სიტყვები „ავტომანქანების ბაზარი და“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 1 მარტი.
№1318–IIს
დოკუმენტის კომენტარები