დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.016324 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №58/ნ
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებით (ვებგვერდი, 120106019, 09/01/2012 , სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016271) დამკიცებულ ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა
1. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მართვის ავტომატიზებული საშუალებებით რეგისტრაციის (შემდგომში _ რეგისტრაცია) ვადა და სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, მოსწავლის რეგისტრაციას უზრუნველყოფს მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი პირადად, მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მოსწავლის რეგისტრაციის ფორმის შევსებით.
3. რეგისტრაციისას საინფორმაციო სისტემის მიერ მოსწავლისათვის მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე განახორციელოს ცვლილებები მოსწავლის სარეგისტრაციო მონაცემებში ან გააუქმოს რეგისტრაცია.
4. სკოლის დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ 1 სამუშაო დღეში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობოს საიფორმაციო სისტემას 5 სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის შემთხვევაში მოსწავლის რეგისტრაცია ავტომატურად ბათილია.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები