„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016323
  • Word
57/ნ
29/02/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
430190000.22.022.016323
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 57/ნ

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016087) დამტკიცებულ „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებში” შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. იმ შემთხვევაში, თუ პირი სარეგისტრაციო განაცხადში საგამოცდო ენად მიუთითებს რუსულ ენას, მას უფლება არ აქვს უცხო ენად ჩააბაროს რუსული ენა.“;

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებული იქნეს ,,ბ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.  შაშკინი