თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
14
29/02/2012
ვებგვერდი, 01/03/2012
200140030.35.154.016089
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/03/2012 - 07/03/2013)

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1 4

2012 წლის 29 თებერვალი

აბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

C N = IMG X ITL X C X K            სადაც:

 

CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის მნიშვნელობა თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის არის 0.23;

ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ტოლია 1-ის (ვინაიდან თიანეთის ტერიტორიის ზონირება არ ხორციელდება, ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობა განისაზღვრა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადაც შუალედური ზონისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი არის 1-ის ტოლი);

C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;

K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა 200-ის ტოლია.

    მუხლი 2

პირველი მუხლის შესაბამისად დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასია 11 ლარი (0.23 x 1 x 0.24 x 200).

    მუხლი 3

დაბა სიონში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 90 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 9.9 ლარს.

    მუხლი 4

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 3.3 ლარს.

    მუხლი 5

დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 2.75 ლარს.

    მუხლი 6

დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 5.5 ლარს.

    მუხლი 7

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 აპრილის დადგენილება №19.

    მუხლი 8

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. წიკლაური