დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016048 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2012 - 01/04/2013)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38- ე მუხლის მე-7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
მუხლი 1. დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებების, განკარგულებების, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებების შესაბამისად.
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდება;
ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ვ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა პროექტების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება
1 . სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2 . სამსახურის უფროსი:
ა) საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3 . სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის მოსამსახურე:
ა) პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე;
ბ ) უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
3. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები