„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.125.016046
  • Word
3
28/02/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
010260020.35.125.016046
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2012 წლის 28 თებერვალი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან (შემდგომშიტერიტორიული ორგანო).“.

მუხლი 2. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.)და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“.

მუხლი 3. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ ტყიბულში;

ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ცუცხვათში;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ორპირის თემში;

დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გურნის თემში;

ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხრესილის თემში;

ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჯვარისის თემში;

ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოჩხეთის თემში;

თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კურსების თემში;

ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო საწირის თემში;

კ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ მუხურაში.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული.“.

მუხლი 4. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული:

) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;

) ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 42- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

) იბარებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მოხელის სამუშაო გეგმა

1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) უფროსის (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული) შესაბამისი დავალებით.

2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული) დავალებებს.

3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) უფროსი (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული).

4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) უფროსი (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული).“.

მუხლი 6. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №45 დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ..

მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  დ. ქათამაძე