დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 29/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.08.002.016449 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №151
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და დებულების მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) სამხედრო მრჩეველთა საბჭო.“;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) სამხედრო მრჩეველთა საბჭო:
პ.ა) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერას;
პ.ბ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შესაძლებლობების ანალიზს, ნაკლოვანებების გამოვლენასა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
პ.გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები