„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016091
  • Word
149
29/02/2012
ვებგვერდი, 29/02/2012
140130000.22.034.016091
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №149

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 (სსმ III, 04.03.2008წ., №33 , მუხ. 362) ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 42-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „A“ , „C”, „D” და „E” მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებად, მძღოლობის კანდიდატების პრაქტიკული მომზადების დონე ფასდება ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი ელემენტების და მოთხოვნების შესრულების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ელემენტის ერთხელ, ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ორჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოცდა წყდება და ითვლება ჩაუბარებლად.“.

2. ამ წესის 42-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 421  მუხლი:

„მუხლი 421 . „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის შეფასება

1. „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) „პარალელური პარკირება“ – ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა.ა) ელემენტის შესასრულებლად ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ამ წესის დანართი 4-ის პირველი პუნქტში ასახული ტრაექტორიის შესაბამისად;

ა.ბ) ელემენტის შესრულების დაწყებისას, უკუსვლით მოძრავმა ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს შემოსაზღვრული უბნის გარეთ წინ და მარჯვნივ არსებული მონიშვნები;

ა.გ) შემოსაზღვრულ უბანში შესვლისას, პარკირებისას, აგრეთვე შემოსაზღვრული უბნიდან გამოსვლისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ისე, რომ არ გადაკვეთოს ან/და არ შეეჯახოს შემოსაზღვრული უბნის მონიშვნებს;

ა.დ) პარალელური პარკირების უბანში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიდა არეალში;

ა.ე) შემოსაზღვრულ უბანში პარკირების დასრულების შემდგომ მის გამოსვლამდე სავალდებულოა ავტომობილის ხელის მუხრუჭის გამოყენება;

ბ) „ზიგზაგი“ – ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ბ.ა) ელემენტის შესასრულებლად ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ამ წესის დანართი 4-ის მე-2 პუნქტში ასახული ტრაექტორიის შესაბამისად;

ბ.ბ) ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში არსებული პირველი მონიშვნის (სადგარის) მარცხენა მხრიდან შემოვლით;

ბ.გ) ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ზიგზაგურად, შუაში არსებულ მონიშვნებს (სადგრებს) შორის;

ბ.დ) „ზიგზაგში“ მოძრაობა უნდა განხორციელდეს ელემენტის საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;

ბ.ე) ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა შეწყდეს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით ავტომობილის მოძრაობა;

ბ.ვ) ელმენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა;

გ) „მოძრაობის მიმართულების შეცვლა“ („შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“) – ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

გ.ა) ელემენტის შესასრულებლად ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ამ წესის დანართი 4-ის მე-3 პუნქტში ასახული ტრაექტორიის შესაბამისად;

გ.ბ) ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შემოსაზღვრული უბნის წინა მარჯვენა მხრიდან;

გ.გ) ელემენტის შესრულებისას, დადგენილი ტრაექტორიის შესაბამისად, წინ მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით;

გ.დ) ელემენტის შესრულებისას, დადგენილი ტრაექტორიის შესაბამისად, უკან მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით;

გ.ე) ელემენტი უნდა შესარულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;

გ.ვ) ელემენტში შემობრუნება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ავტომობილის გარეთა კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიგნით.

გ.ზ) ელემენტის შესრულება უნდა დასრულდეს საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან, შემოსაზღვრული უბნიდან ავტომობილის სრულად გამოსვლით;

დ) „უკუსვლით პარკირება“ (ბოქსი ავტომობილის უკუსვლით დასაყენებლად) – ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

დ.ა) ელემენტის შესასრულებლად ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ამ წესის დანართი 4-ის მე-4 პუნქტში ასახული ტრაექტორიის შესაბამისად;

დ.ბ) უკუსვლით გადაცემის სიჩქარეში გადართვის შემდგომ, მანევრის დაწყებამდე ან მანევრის შესრულებისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს დასახული მიმართულების საპირისპიროდ 30-სმ-ზე მეტ მანძილზე;

დ.გ) შემოსაზღვრულ უბანში (ბოქსში) ავტომობილის უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

დ.დ) შემოსაზღვრულ უბანში (ბოქსში) გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბანის (ბოქსის) შიდა არეალში. ავტომობილის შემოსაზღვრულ უბანიდან (ბოქსიდან) გამოსვლა უნდა განახორციელდეს მხოლოდ ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ;

დ.ე) შემოსაზღვრულ უბანში (ბოქსში) უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს გვერდით და უკანა მხარეს არსებული საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;

დ.ვ) შემოსაზღვრული უბნიდან (ბოქსიდან) გამოსვლა უნდა განხორციელდეს გვერდითი და უკანა მხარეს არსებული საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;

ე) „რვიანი“ – ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ე.ა) ელემენტის შესასრულებლად ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ამ წესის დანართი 4-ის მე-5 პუნქტში ასახული ტრაექტორიის შესაბამისად;

ე.ბ) „რვიანში“ მოძრაობა უნდა დაიწყოს შემოსაზღვრული უბნის მარჯვენა მხრიდან;

 ე.გ) „რვიანში“ მოძრაობა უნდა დასრულდეს შემოსაზღვრული უბნის საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან, შემოსაზღვრული უბნიდან ავტომობილის სრულად გამოსვლით;

ე.დ) ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე ავტომობილმა არ უნდა შეწყვიტოს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით მოძრაობა;

ე.ე) ელემენტი უნდა შესრულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;

ე.ვ) ელმენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა;

ვ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“)- ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ვ.ა) ელემენტის შესასრულებლად ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ამ წესის დანართი 4-ის მე-6 პუნქტში ასახული ტრაექტორიის შესაბამისად;

ვ.ბ) ელემენტის დასაწყებად, ავტომობილი უნდა გაჩერდეს აღმართზე „სდექ“ ხაზთან (მაგრამ არანაკლებ ხაზამდე ერთი მეტრისა);

ვ.გ) ელემენტის დაწყებისას, „სდექ“ ხაზიდან დაძვრისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტ მანძილზე;

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას, სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა გამოერთოს ავტომობილის ძრავი;

ბ) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი;

გ) ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს აწეული ხელის მუხრუჭით;

დ) გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატს არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი;

ე) გამოცდის მსვლელობისას ელემენტების პარალელური პარკირებისა და აღმართზე მოძრაობის გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელის მუხრუჭი;

ვ) დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს ამ მუხლით განსაზღვრული ყველა ელემენტი და მოთხოვნა;

ზ) საგამოცდო მოედანზე შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია დაემარჩილოს მის მოთხოვნებს;

თ) მთელი გამოცდის მსვლელობისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს მდორედ (ძიგ-ძიგის გარეშე).

3. ელემენტები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად, ავტომობილში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალის ან გამომცდელის მითითების შესაბამისად, ამასთან გამომცდელის მითითების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გამომცდელის მითითებას.

   4. „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით: გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომლიდანაც მძღოლობის კანდიდატის მიერ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში იქვითება საჯარომო ქულები ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი ყველა ელემენტისა და მოთხოვნის შესრულების შედეგად არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას და, ამასთან, არ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ამ მუხლის მე-6 პუნტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის მძღოლობის კანდიდატს ეკისრება საჯარიმო ქულა შემდეგი წესის მიხედვით:

ა) 5 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:

ა.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

ა.ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

ბ) 10 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:

ბ.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“, „დ.ბ“ ან „ვ.გ“ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

ბ.ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

გ)15 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:

გ.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.ე“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ „დ.გ“, „დ.დ“, „ე.ბ“, „ე.გ“, „ე.ე“ ან „ე.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

გ.ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ (ყოველ 4 მეტრზე) ან „ე“ ქვეპუნტით დადგენილი მოთხოვნა;

დ) 20 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:

დ.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“, „გ.ე“’, „დ.ე“ ან „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

დ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა, თუ ავტომობილმა შეუჩერებლივ გადაკვეთა „სდექ“ ხაზი, მაგრამ არა უმეტეს 1 მეტრისა;

დ.გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა.

ე) დაგენილ საჯარიმო ქულასთან ერთად დამატებით 15 საჯარიმო ქულა, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას, ავტომობილის გაჩერებას თან ახლავს ძრავის გათიშვა;

6. გამოცდა შეწყდება და ჩაითვლება ჩაუბარებლად (დისკვალიფიკაცია), თუ:

ა) მძღოლობის კანდიდატმა ამ მუხლის მე- 5 პუნქტით დადგენილი წესით დააგროვა 39-ზე მეტ საჯარომო ქულა;

ბ) მძღოლობის კანდიდატი ქმნის საავარიო სიტუაციას, ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის დროულ გაჩერებას, ან/და დაკარგა ავტომობილის მართვაზე კონტროლი, რის გამოც გამომცდელი იძულებული ხდება ჩაერიოს ავტომობილის მართვაში;

გ) მძღოლობის კანდიდატი ვერ უზრუნველყოფს ელემენტის შესრულებას;

დ) მძღოლობის კანდიდატის მიერ ელემენტის შეუსრულებლობის ან გამოცდის მიმდინარეობის გაჭიანურების გამო, ფერხდება საგამოცდო პროცესი ან/და ხელი ეშლება სხვა გამოსაცდელს.

ე) მძღოლობის კანდიდატმა გამოტოვა, რომელიმე ელემენტი ან არ დაემორჩილა გამომცდელის კანონიერ მოთხოვნას;

ვ) მძღოლობის კანდიდანტმა ვერ უზრუნველყო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ვ“ ან „გ.ზ“ქვეპუნტით განსაზღვრული რომელიმე მოთხოვნის შესრულება;

ზ) თუ „აღმართის“ ელემენტის შესრულებისას, ავტომობილი „სდექ“ ხაზთან შეჩერების გარეშე, გასცდა მას 1 მეტრზე მეტი მანძილით;

თ) თუ „აღმართის“ ელემენტის შესრულებისას, ავტომობილის 20 სმ მეტად დაგორების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა დაუყოვნებლივ არ ამოწია ხელის მუხრუჭი;

ი) მძღოლობის კანდიდანტმა ვერ უზრუნველყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულება;

კ) პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა დარღვეულ იქნა მესამედ;

ლ) მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ან არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;

მ) მძღოლობის კანდიდატი შემჩნეულ იქნა დახმარების მიღებაში (კარნახი, ტექნიკური საშუალებების გამოყენება და ა.შ);

ნ) არსებობს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

7. „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის შეფასებისათვის (მთლიანად ან ნაწილობრივ), გამომცდელის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული საშუალებები (მაგ., გამოცდის მსვლელობის აუდიო- ან/და ვიდეოჩაწერა, ავტომობილზე დამონტაჟებული სენსორული ან/და სხვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით დადგენილ მოთხოვნათა დაღვევის დაფიქსირება ან/და საჯარიმო ქულების დათვლა და ა.შ ).

8. გამოცდის მსვლელობის აუდიო- და ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემთხვევაში, ჩანაწერები, რომელიც უარყოფითად ასახავს შეფასებული გამოცდის მსვლელობას, ორ სამუშაო დღეში თავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ვებ-გვერდზე, მძღოლობის კანდიდატის პირადი მონაცემების შესაბამის ველში შეყვანით, შესაძლებელია აღნიშნული ჩანაწერის ნახვა. ამ წესით აუდიო- და ვიდეოჩანაწერის ვებ-გვერდზე განთავსება ჩაითვლება მძღოლობის კანდიდატისათვის ჩანაწერის გადაცემად.

9. გამოცდის მსვლელობის აუდიო- და ვიდეოჩანაწერის სხვა პირზე გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მძღოლობის კანდიდატის წერილობითი თანხმობის ან საჯარო უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

3. ამ წესის დანართი 4 დამტკიცდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

. მერაბიშვილი