დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.127.016057 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის № 21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში(სსმ. ვებგვერდი, 5, 04/08/2010 წ.) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:
1. II თავის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„1) გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“
2. III თავის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;“
3. III თავის მე-13 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„8. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოქმედი კანონ მდებლობის შესაბამისად სოფლის მეურნეობის დარგში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების განსაზღვრა“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები