დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016056 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2012 - 27/04/2012)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად:
მუხლი 1.
დამტკიცდეს ქ. ზესტაფონის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2.
დამტკიცდეს ქ.ზესტაფონის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3.
დადგინდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4.
დადგინდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური ქირა 1 კვ.მ-ზე დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ’’.
მუხლი 6.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
დანართი №1
|
ქ. ზესტაფონის ზონების აღწერა | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL |
| ცენტრალური ზონა | |
| ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით: აღმოსავლეთით - ცენტრალური გზაგამტარი ხიდიდან თამარ მეფის ქუჩა, სტაროსელსკის ქუჩა ცენტრალური ავტოსადგურის წინ წრიული მოძრაობის მარჯვენა მხარის გასწვრივ, ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მარჯვენა მხარით წიდასაყრელის პერიმეტრის ჩათვლით, კვალითის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის და მდინარე ყვირილის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ თავდაპირველ ნიშნულამდე (ცენტრალურ გზაგამტარ ხიდამდე). | 1,3
|
| შუალედური ზონა | |
| შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით: გზაგამტარი ხიდიდან სამხრეთი მხარე, მდინარე ყვირილის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩათვლით - ქოჩიაშვილის ქუჩა, მაზნიაშვილის ქუჩა, ნიკოლაძის მე-3 შესახვევი, ნიკოლაძის მე-3 შესახვევიდან ნიკოლაძის ქუჩის მონაკვეთი წმინდა ნინოს ქუჩის გადაკვეთამდე, წმინდა ნინოს ქუჩა, კვანტრიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ჩხეიძის ქუჩის მონაკვეთი ზაქარიაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ზაქარიაძის ქუჩის მარცხენა მხარე დასახლებული პუნქტის ჩათვლით, ბატონიშვილის ქუჩის გასწვრივ, ბატონიშვილის ქუჩის პირველ ჩიხამდე, ბატონიშვილის ქუჩის პირველი ჩიხი, ათონელების ქუჩა, უზნაძის ქუჩა ათონელების ქუჩის გადაკვეთიდან უზნაძის პირველი ჩიხის გადაკვეთამდე, უზნაძის პირველი ჩიხიდან მარჯანიშვილის ქუჩის გასწვრივ ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთით ადმინისტრაციულ საზღვრამდე, ჩრდილოეთი პერიმეტრის გასწვრივ, დასავლეთი და სამხრეთი პერიმეტრების გასწვრივ, ცენტრალური ავტოსადგურის მარჯვენა მხარის გასწვრივ ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ბოლო წერტილამდე. კვალითის დასახლება მთლიანად. | 1,0
|
| პერიფერიული ზონა | |
| პერიფერიული ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით: ქოჩიაშვილის ქუჩის, მაზნიაშვილის ქუჩის, ნიკოლაძის მე-3 შესახვევის, ნიკოლაძის ქუჩის მონაკვეთის ნიკოლაძის მე-3 შესახვევსა და წმინდა ნინოს ქუჩის გადაკვეთას შორის, წმინდა ნინოს ქუჩის, კვანტრიშვილისს ქუჩის მონაკვეთის წმინდაა ნინოსა და ჩხეიძის ქუჩების გადაკვეთებს შორის, ჩხეიძის ქუჩის დასაწყისიდან კვანტრიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ზაქარიაძის ქუჩის მარცხენა მხარეს დასახლებული პუნქტის დასასრულიდან, ბატონიშვილის ქუჩის პირველი ჩიხის, ათონელების ქუჩის, ათონელების ქუჩის გადაკვეთიდან უზნაძის პირველი შესახვევი მარჯანიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, მარჯანიშვილის ქუჩა, ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსაავლეთით და სამხრეთით, თავდაპირველ ნიშნულამდე (ქოჩიაშვილის ქუჩა). | 0,7 |
დანართი № 2

დანართი №3
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუხლი 1.
ქ. ზესტაფონში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ზესტაფონის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK, სადაც:
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2. IMG არის ქ. ზესტაფონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,55-ს.
3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს.
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს.
მუხლი 2.
1. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ზესტაფონში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| IMG | ITL | C | K | CN (ლარი) |
| ცენტრალური ზონა | ||||
| 0,55 | 1,3 | 0,24 | 100 | 17,16 |
| შუალედური ზონა | ||||
| 0,55 | 1 | 0,24 | 100 | 13,20 |
| პერიფერიული ზონა | ||||
| 0,55 | 0,7 | 0,24 | 100 | 9,24 |
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,96 ლარს.
3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 100 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 13,20 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ფასი.
დანართი №4
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწაზე წლიური ქირა 1 კვ.მ-ზე
მუხლი 1.
ქ. ზესტაფონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწაზე სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის დანარჩენი ფორმით გადაცემისას, მიწის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს:
ა) ცენტრალური ზონისათვის – 3 ლარი;
ბ) შუალედური ზონისათვის – 2,5 ლარი;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 2,0 ლარი.
მუხლი 2.
სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის დანარჩენი ფორმით გადაცემისას: შორაპნის, ძირულის თემის, სოფელ პირველი სვირის, მეორე სვირის თემის, კვალითის თემის, ცხრაწყაროს თემის, კლდეეთის თემის, სოფელ ფუთის, ილმის თემის, როდინაულის თემის, სანახშირის თემის, ზედა საქარის თემის, ქვედა საქარის თემის, დილიკაურის თემის, ბოსლევის თემის, ქვედა საზანოს თემის, სოფელ ზოვრეთის, შროშის თემის ტერიტორიაზე მიწის საწყისი წლიური ქირა 1 მ2-ზე განისაზღვროს 1,25 ლარის ოდენობით.
მუხლი 3.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 100 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის საწყისი წლიური ქირა 1 მ2-ზე განისაზღვროს 2,5 ლარის ოდენობით.
მუხლი 4.
მიწის წლიური ქირის გადახდა ხდება თანაბარწილად, საანგარიშო წლის 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები