ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრი“–ს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

  • Word
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრი“–ს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/02/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
167
23/02/2012
ვებგვერდი, 01/03/2012
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრი“–ს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №167

2012 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრისფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის 225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შპს „ეროვნული რეესტრს“ გაუუქმდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია 70007 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 26 იანვრის9 ბრძანება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრისათვისფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი შპს „ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია შეასრულოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის 33/01 ბრძანების მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს ამ განკარგულების 10 დღის ვადაში საქართველოს საკანმონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.

ვიცე-პრეზიდენტი                                          ო. ნადარაია