დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.016319 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №53/ნ
2012 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 110407027, 07.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016085) დამტკიცებულ „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესსა და პირობებში” შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ტესტირებაზე გასვლის უფლების მქონე პირები
1. ტესტირებაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებელს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი. აგრეთვე იმ პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი.
2. იმ პირებისთვის, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, ტესტირებაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება, აგრეთვე სხვა პროცედურები ხორციელდება ამ წესით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ წესის 51 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.“/
2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2012 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები