„საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის 44/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის 44/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016318
  • Word
52/ნ
27/02/2012
ვებგვერდი, 01/03/2012
430030000.22.022.016318
„საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის 44/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №52/

2012 წლის 27 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის 44/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის 44/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 20/02/2012, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016310) დამტკიცებულ ,,საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. მასწავლებელი უფლებამოსილია ერთ წელს ჩააბაროს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საგანი.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირები

1. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებელს, რომელსაც მოპოვებული აქვს შესაბამისი საგნის მასწავლებლის სერტიფიკატი. აგრეთვე იმ პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი.

2. იმ პირებისათვის, რომელთაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება, აგრეთვე სხვა პროცედურები ხორციელდება ამ წესით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.“.

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს გამოცდისთვის მინიჭებული მაქსიმალური ქულის 60%-ს. მაქსიმალური ქულას გამოცდამდე ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

დ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. იმ შემთხვევაში, თუ შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება შეფასება, მასწავლებელს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.“;

ე) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გამოცდაზე მასწავლებელთა რეგისტრაციას და გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გამოცდის დაწყებამდე, თითოეულ მასწავლებელზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა გამოცდაში მონაწილეობაზე, გაიცემა სპეციალური მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:

ა) გამოცდის ჩატარების თარიღი და უშუალოდ გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;

ბ) საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც ტარდება გამოცდა.“;

ზ) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV

გამოცდის პროცესი“;

თ) მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. გამოცდის მიმდინარეობა“;

ი) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი გამოცდაზე არ დაიშვება.“;

კ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებელი უფლებამოსილია გამოცდის დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.“;

ლ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მასწავლებელს უფლება აქვს შეფასების თაობაზე ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს გამოცდის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ყველა დავალების შეფასების სისწორე.“;

მ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

 ამ წესის ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2012 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.“.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2012 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი