დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016061 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. სამტრედია
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №9, 11.08.2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.000149) შეტანილ იქნეს ცვლილება და ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №11 დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №2
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს
განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თვეში (ლარი) |
| 1 | გამგებელი | 2360 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | 700 | |
| 4 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 5 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 6 | თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| 7 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 8 | წამყვანი სპეციალისტი | 400 |
| 9 | უფროსი სპეციალისტი | 320 |
| 10 | სპეციალისტი | 240 |
მუხლი 2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები