,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.120.016060
  • Word
9
24/02/2012
ვებგვერდი, 02/03/2012
010260020.35.120.016060
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება № 9

2012 ლის 24 თებერვალი

ქ. სამტრედია                                               

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , 13, 18.08 .2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში გამგეობა) სტრუქტურას გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას. ”.

 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული. ”.

  3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს; ”.

 4. მე-11 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

  ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც საჯარო სამსახურურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. ”.

 გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე. ”.

 5. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი III

გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

 6. მე-13 მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები ”.

  ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. ”.

  გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქალაქ სამტრედიის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –  ქალაქი სამტრედია);

ბ) დაბა კულაშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია დაბა კულაში);

გ) სოფელ დიდი ჯიხაიშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფელი დიდი ჯიხაიშში);

დ) სოფელ იანეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფელი იანეთი);

ე) სოფელ ბაშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფელი ბაში);

ვ) სოფელ გამოჩინებულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფელი გამოჩინებული);

ზ) სოფელ გორმაღლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფელი გორმაღალი);

თ) გომის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია გომის თემი (სოფლები: მთისძირი, დაბლა გომი, კეთილაური, ცივწყალა, გომნატეხები, გომმუხაყრუა, დაბლა ეწერი, დობირო, ზედა ეწერი, კვირიკე, დაფნარი));

ი) ნაბაკევის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია ნაბაკევის თემი (სოფლები: ნაბაკევი, ხუნჯულაური, ჩხენიში, ნინუაკუთხე, კვირიკე);

კ) ოფეთის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია ოფეთის თემი (სოფლები: დიდი ოფეთი, პატარა ოფეთი, ნაწილი ოფეთი, მტერჩვეული, წიაღუბანი-თხილაგანი)) ;

ლ) საჯავახოს თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია საჯავახოს თემი (სოფლები: საჯავახო, ჭოგნარი, ნიგორზღვა)) ;

მ) ეწრის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია ეწრის თემი (სოფლები: პატარა ეწერი, ახალსოფელი, ჯიქთუბანი, ოჭოფა, გვიმრალა, კეჭინარი)) ;

ნ) ღანირის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია ღანირის თემი (სოფლები: ღანირი, ჭაგანი));

ო) მელაურის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია მელაურის თემი (სოფლები: მელაური, მიწაბოგირა, ხიბლარი)) ;

პ) ტოლების თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია ტოლების თემი (სოფლები: ტოლები, ვაზისუბანი, ზემო ტოლები, ბუღნარა, ქვემო ნოღა, ზემო ნოღა, ქორეისუბანი)). ”.

დ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. ”.

7. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით. ”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                    ა . ჯვარშეიშვილი