დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016059 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №8
2012 წ ლის 24 თებერვალი
ქ. სამტრედია
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში (სსმ V, 53, 18. 11. 2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №2 8 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ ”.
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №2 8 დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 1. დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1) ”.
3. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №2 8 დადგენილებით დამტკიცებული ,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების” სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება”
4. დებულების 1-ლი მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ”;
ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას. ”.
5. დებულების მე-2 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული) და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან. ”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით. ”;
გ ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით, რწმუნებულის უფლება -მოვალეობებს ასრულებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე. ”.
6. დებულების მე-3 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს , „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ”.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები