დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040050000.22.055.016013 |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება №32
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, №18, მუხლი 159, 2001წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფონდის მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის, მის ძირითად მიმართულებებთან ფონდის საქმიანობის ჰარმონიზაციისა და აგრეთვე თავად ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით.“.
2. დებულების მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრების მიღების შემთხვევაში, გარდა ამ დებულების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისა, კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციასა და ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვლ. ვარძელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები