„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016086
  • Word
10
24/02/2012
ვებგვერდი, 29/02/2012
010260020.35.151.016086
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №10

2012 წლის 24 თებერვალი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

 მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს 13 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში (სსმ V, №26,17.09.2010, მუხ.707) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „გ“ ქვეპუნქტი:

   გ. იურიდიული განყოფილება;”.

 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ს“, „ტ“, „უ“და „ფ“ ქვეპუნქტები:

 ს) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

 ტ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

უ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ფ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან”.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი სახის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. იურიდიული განყოფილების ფუნქციები

სამსახურის იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

 ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.”.

   მუხლი 2. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                 გ. მალანია