დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016084 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №8
2012 წლის 24 თებერვალი
დაბა სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში(სსმ V, №26,17.09.2010, მუხ.706)შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან;“
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების თანამდებობათა დასახელებები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებული გამგეობის დებულების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს.“.
4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს“.
5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესასრულებლად ანაწილებს დავალებებს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებს შორის.“.
6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმებს.“.
7. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:
„ო) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დაკისრების შესახებ;
„პ) იღებს გადაწყვეტილებას სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით დამატებითი ადგილების გამოყოფაზე თაობაზე;
„ჟ) იღებს გადაწყვეტილებას გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გამოყოფაზე დაბა სტეფანწმინდის ქუჩებზე, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიებზე.
8. მე-10 მუხლის პუნქტი პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან“.
9. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;“.
10. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ი“ ქვეპუნქტი:
ი) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;”.
11. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“
1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია: დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო და გველეთი);
ბ) თვითმმართველი ერთეულის სნოს ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი, ართხმო);
გ) თვითმმართველი ერთეულის სიონის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი,თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი);
დ) თვითმმართველი ერთეულის გორისციხის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი,ყანობი);
ე) თვითმმართველი ერთეულის კობის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, ალმასიანი, აბანო, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა, კართსოფელი, კეთრისი, ტეფი, ბურმასიგი, სუატისი, რესი);
ვ) თვითმმართველი ერთეულის გუდაურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე);
2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
15. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ სამსახურს ან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოს;“.
16. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მომზადება, თუ რეორგანიზაცია შეეხება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციურ ცვლილებებს“.
17. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის და/ან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს გაუქმებას“.
18. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
ე) .„მოითხოვოს სამსახურებრივი მოკვლევა და გამოძიება;”.
19. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი“.
20. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;“
„ბ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს“.
21. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ე) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ“;
22. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას“.
23. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.
24.მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე“.
25.28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1.მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების (აგრეთვე მოხელის საკუთარი ინიციატივით განთავისუფლებისა), აგრეთვე გამგეობის საჯარო მოსამსახურესთან შრომითი ხელშეკრულების დადება-გაუქმების საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება გამგეობაში დაიწყება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისადმი გამგებლის წერილობითი დავალების საფუძველზე“;
26. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობა შეუძლია საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ, – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს“; ხოლო გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა შეუძლია გამგებელს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ– სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს“.
27. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.გამგებლის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლია გამგებელს და სასამართლოს“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები