„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016244
  • Word
26
27/02/2012
ვებგვერდი, 27/02/2012
040030000.22.027.016244
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 26

2012 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ4“ ქვეპუნქტი:

„ზ4) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის:

4.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება და განხილვა;

4.ბ) პერსონალიზაცია;

4.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;”.

2. მე–2 მუხლის:

ა) 42, 43, 44, 45 და 46 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. სააგენტოს ცხინვალის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1.ბ“, „ზ“, „ზ1“, „ზ4“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და უცხოელთა რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის, ბინადრობის მოწმობის გაცემის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა.

43. სააგენტოს ძველი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3“ და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

44. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3“, „ზ4.ბ“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

45. სააგენტოს ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3“, „ზ4.ბ“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

46. სააგენტოს ახალგორის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ4“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა).”;

01

ბ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ვ1.გ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.ბ“ და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

3. 21 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიიღონ განცხადება პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, პირადობის და მუდმივი ბინადრობის მოწმობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის, საინფორმაციო ბარათის, მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის, ასევე ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის და დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე და გასცენ შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელონ პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის პერსონალიზაცია;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის, საინფორმაციო ბარათის და მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;“.

4. მე-5 მუხლის 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის/შეცვლის/გაუქმების/მოქმედების შეჩერების უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

. ადეიშვილი