დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.143.016092 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 24 თებერვალი
ქ . ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №36 დადგენილებაში (სსმ, №26, 17/09/2010; 010260020.35.143.000744) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1)“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები