დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.016741 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №68
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში (სსმ, 20/12/2007 წ., №180) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ არევაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპიუტერული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
ონისე გაბისონია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის პროგრამისტი
ნიკოლოზ გაგნიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი
ირაკლი გვენეტაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე
ზაქარია გიუნაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ივანე გოლიაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
გიორგი დეკანოსიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი
გიორგი ვაშაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე
თენგიზ თხინვალელი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ქსელების უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
გიორგი კობიაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
დავით კურდღელაიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფრასტრუქტურის დიზაინერი (პროექტი „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციას ხელშეწყობა საქართველოში“)
გიორგი კურტანიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი
ირაკლი ლომიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
ზურაბ მაღრაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი
ზვიად მელქაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის პროგრამისტი
გიორგი მეჟლუმიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
დავით მიქაძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
ივანე რევიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსი
პაატა სირბილაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პროექტების მართვის სპეციალისტი
მალხაზ სხირტლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ტეფნაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
ვალერი ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დკუმენტაციის მომმზადებელი (ტექნიკური მხარდაჭერა) (პროექტი „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციას ხელშეწყობა საქართველოში“)
ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი
ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
გიორგი ყიფიანი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი
გიორგი ჩანადირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი
შოთა ჩაჩხუნაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
მერაბ ცინცაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი პროგრამისტი
გიორგი წიქარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ვალერიან ხავთასი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი
ალექსანდრე ხუსკივაძე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის IT კონსულტანტი
ივანე ჯავრიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ჯიჩოშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიზანი
ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოში ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
1. კომისიის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის ოპტიმიზაციის ხელშეწყობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებათა მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომსახურების გაწევის ხელშეწყობა;
გ) ელექტრონული მმართველობის განხორციელებისას ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება;
დ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ხელშეწყობა;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების ერთიანი სამთავრობო ქსელის განვითარება და მისი მონიტორინგი.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით;
ბ) რესურსების (დანახარჯების) ოპტიმიზაციის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებებში საინფორმაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინტეგრირების კოორდინაცია;
დ) სახელმწიფო დაწესებულებებში ციფრული ხელმოწერისა და ონლაინ იდენტიფიცირების დანერგვის კოორდინაცია;
ე) კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვის ხელშეწყობა და კონტროლი;
ვ) ამ დებულებიდან გამომდინარე ან/და საქართველოს კანონით ან ნორმატიული აქტით დადგენილი სხვა ფუნქციები, რომლებიც ემსახურება კომისიის საქმიანობის ძირითად მიზანს ან/და მისი ამოცანების შესრულებას.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;
ბ) დაამყაროს ურთიერთობები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ელექტრონული მმართველობის საკითხებზე;
გ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ელექტრონული მმართველობის თაობაზე პროექტების ინიციირებისა და იმპლემენტაციისას;
დ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ე) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
ვ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს, აგრეთვე ამტკიცებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის მდივნის წარდგინებით;
ბ) უძღვება კომისიის საქმიანობას და წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც პირველ სხდომაზე ირჩევს კომისია.
4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
8. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.
9. კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის შემადგენლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;
ბ) ელექტრონული მმართველობის სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას;
გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;
დ) კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;
ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.
მუხლი 6. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები