„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 480430000.10.003.016740
  • Word
67
21/02/2012
ვებგვერდი, 28/02/2012
480430000.10.003.016740
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 67

2012 წლის 21 თებერვალი

. თბილისი

 „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის 139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში (სსმ, 13.05.2010 წ., მუხლი 839) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11 

1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სს საპარტნიორო ფონდის (შემდგომში ფონდი) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე, გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას. ფონდის მიერ ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი ხელშეკრულებები არ საჭიროებს შესაბამის უწყებების დასკვნებს, თუ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

 3. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ დასადები საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის წესი განისაზღვრება „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის 126 დადგენილებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი          ნ. გილაური