დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016047 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №72
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება :
მუხლი 1
დადგენილების მე-12 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „თ“ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით:
„თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“.
მუხლი 2
1. დადგენილების მე-13 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია; ქვეყნის აგრარული პოლიტიკის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და პროგრამების განხორციელების ზედამხედველობა მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები