დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მაისის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016046 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №71
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მაისის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ თანახმად:
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ2 -ზე არანაკლებ – 2 ლარი;
ბ) ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%”.
მუხლი 2
დადგენილების მეორე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ2 –ზე არანაკლებ – 1 ლარი;
ბ) ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%“.
მუხლი 3
დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები