დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მერიის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.36.101.016092 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №2-5
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ქ. თბილისის მერიას, 2012 წელს მიიღოს გრანტი ევროკავშირის პროგრამის ,,ინვესტირება ადამიანურ რესურსებში (განვითარების და თანამშრომლობის ინსტრუმენტი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამა (ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტი)–უნარების გაძლიერება კულტურის სფეროში“ ფარგლებში , პროექტზე – ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ტრადიციული რეწვა –ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის“ .
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები