დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.36.101.016091 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №2-4
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-62 გადაწყვეტილებით (სსმ, № 21, 03.09.2010, მუხლი 577, გვ . 6) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 2. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მთავრობა.“
ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. ქ. თბილისის მთავრობა იხილავს დაინტერესებულ პირთა წინადადებებს და ქალაქ თბილისის ინტერესებისა და წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულ პრეტენდენტს.“;
ა.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. ქ. თბილისის მთავრობა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე გამოვლენილ პრეტენდენტთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის შუამდგომლობით განსახილველად უგზავნის საქართველოს მთავრობას.“;
ა.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი :
„ 41 . საქართველოს მთავრობის მიერ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანშეწონილად მიჩნევის შემდეგ, ხელშეკრულება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ.“;
ა.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.“.
2 . გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები