დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/4 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016117 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/02/2012 - 19/10/2012)
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/4
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების `ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო, თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2008 წლის 12 მარტის №4/24 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების (ლარებში) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2480 |
| 2 | მერი | 2480 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 1500 |
| 4 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1400 |
| 5 | მერის მოადგილე | 1250
|
| 6 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 900 |
| 7 | ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 800 |
| 8 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 710 |
| 9 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი | 550 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, მთავარი სპეციალისტი | 480 |
| 11 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, სპეციალისტი | 450 |
| 12 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, სპეციალისტი (მძღოლი, მეხანძრე, მეელსმენე) | 310 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები