მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3387
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/06/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 30/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3387
30/06/2011
ვებგვერდი, 28/02/2012
000000000.00.00.016033
მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება 3387

2011 წლის 30 ივნისი

. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

საგადასახადო ორგანოების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წარმოების აუცილებლობისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის სრულყოფის მიზნით, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისი №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 201 1 წლის 23 მარტის1216 ბრძანება.

 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 2 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 ჯ . ებანოიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №2908-ვებგვერდი, 05.03.2012წ.

 

მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვისა და მათი გამოყენების წესს.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით უზრუნველყოფა

1. შემოსავლების სამსახურიდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო მინდობილობის წარმომდგენ პირზე.

 2. იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დადებულია ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების თაობაზე , შემოსავლების სამსახური ს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმებით (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი) აღსრულების ეროვნული ბიუროს უზრუნველყოფა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო მინდობილობის წარმომდგენ პირზე .

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №1) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი), მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

4. საგადასახადო ორგანოები მკაცრი აღრიცხვის ფორმებს გასცემენ მათ სტრუქტურულ ერთეულებზე/სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე და აწარმოებენ რეგისტრაციის ჟურნალს (დანართი 1).

5. თუ კერძო საგადასახადო ინსპექტორთან გაფორმებულია ხელშეკრულება საკონტროლო შესყიდვის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ორგანოები მკაცრი აღრიცხვის ფორმებს (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი) კერძო საგადასახადო ინსპექტორებზე გასცემენ შესაბამისი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში და აწარმოებენ რეგისტრაციის ჟურნალს (დანართი 1).

51. თუ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ, საგადასახადო ორგანოები მკაცრი აღრიცხვის ფორმებს (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი) ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირზე გასცემენ, ამ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში და აწარმოებენ რეგისტრაციის ჟურნალს (დანართი №1).

6. მკაცრი აღრიცხვის ფორმა მისი გაცემიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს რეგისტრაციის ჟურნალში.

7. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -5–მე -7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

8. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.

9. სათავსი, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №2908-ვებგვერდი, 05.03.2012წ.

    მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი

1. საგადასახადო ორგანო რეგისტრაციის ჟურნალს აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის.

2. რეგისტრაციის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. რეგისტრაციის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მოადგილის ხელმოწერით და საგადასახადო ორგანოს ბეჭდით.

3. რეგისტრაციის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით.

4. რეგისტრაციის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო მე-10 გრაფაში – „შენიშვნა“ რეგისტრაციის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად, შესწორებულია მე-4 და მე-8 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი)).

5. დასაშვებია რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისი ელექტრონული ვერსიის წარმოება, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. რეგისტრაციის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ.

6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში რეგისტრაციის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი რეგისტრაციის ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს მის გაგრძელებას.

7. კალენდარული წლის ბოლოს რეგისტრაციის ჟურნალში მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვის შემდეგ მისი მწარმოებელი საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელების და რაოდენობის შესახებ.

8. რეგისტრაციის ჟურნალი ინახება მის მწარმოებელ საგადასახადო ორგანოში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს.

9. რეგისტრაციის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მასში ასახული მონაცემების დაცულობა.

10. რეგისტრაციის ჟურნალი და მასში არსებული მონაცემები არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. საგადასახადო ორგანოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის საფუძველია:

ა) მისი შედგენის დროს დაშვებული შეცდომა;

ბ) ფიზიკური დაზიანება;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა ხორციელდება გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტით (დანართი 2), რომელშიც მიეთითება გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) მკაცრი აღრიცხვის ფორმის დასახელება და ინდივიდუალური ნომერი.

3. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს 824 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა -უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის” შესაბამისად.

 

 

დანართი № 1

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №2908-ვებგვერდი, 05.03.2012წ.

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი

მკაცრი აღრიც

ხვის ფორმის გაცემის

თარიღი

რაოდენობა

მკაცრი აღრიცხვ ს ფორმის დასახელება და ნომერი

(ნომრების დიაპაზონი)

მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამცემი

მკაცრი აღრიცხვის ფორმის მიმღები

ხელმოწერა

შენიშვნა

სახელი და გვარი

თანამდე

ბობა

სახელი და გვარი

თანამდე

ბობა/

კერძო საგადა

სახადო ინსპექტორი/ალტერნა

ტიული საგადა

სახადო შემო

წმების განმახორციელებელი პირი

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი № 2

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №2908-ვებგვერდი, 05.03.2012წ.

აქტი № --

გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის შესახებ

 

–––––––––––––––––––––––––                “––“ “–––––––––“ 20__ წელი

(აქტის შედგენის ადგილი)

რაოდენობა

მკაცრი აღრიცხვის ფორმის დასახელება ინდივიდუალური ნომერი

შენიშვნა

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი

მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ფორმების) ჩამოწერის სისწორეს:

 

საგადასახადო ორგანოს

უფროსი/მოადგილე: /–––––––––––––/

 

მკაცრი აღრიცხვის ფორმების

გამოყენებასა და

აღრიცხვა- ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი : /––––––––––––––/ .