,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016075
  • Word
08
24/02/2012
ვებგვერდი, 29/02/2012
010250020.35.115.016075
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №8

2012 წლის 24 თებერვალი

დაბა ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 14 .02. 2012) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზესაქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №726 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი

დანართი №1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

 საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარე

2260

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1080

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

630

საკრებულოს აპარატის უფროსი

680

 გამგეობა

გამგებელი

2260

გამგებლის მოადგილე

860

სამსახურის უფროსი

680

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

450

გამგებლის თანაშემწე

400

 ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

580

ხელედის, ლენტეხის, ჟახუნდრის, ჩიხარეშის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

680

 უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი

400

საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი

380

საკრებულოს აპარატის სპეციალისტი

320

გამგეობის მთავარი სპეციალისტი

400

გამგეობის წამყვანი სპეციალისტი

320

გამგეობის სპეციალისტი

250

დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი)

320

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

180

ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი

280

ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

150